ნამდვილი სელფის მსგავსად სელფში შეგროვებული ინფორმაცია ჩვენი სკოლის მყისიერ სურათს იძლევა თუ სად ვართ ამჟამად სწავლა-სწავლებაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით. სელფის სკოლის რეპორტი თავს უყრის და ადარებს ჩვენი სკოლის ლიდერების, მასწავლებლებისა და მოსწავლეების მოსაზრებებს.
|
№
29 საჯარო სკოლის გუნდის ანალიზი
/სკოლის სელფის რეპორტი/
- როგორ ცვლიან ტექნოლოგიები
სწავლა-სწავლების პრაქტიკას სკოლაში?
ტექნოლოგიები
სწავლა-სწავლების პრაქტიკაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, სწავლება ხდება
საინტერესო, სახალისო, იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია, გვეხმარება 21-ე საუკუნის
უნარებისა და გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაში.
რა არის ძირითადი აღმოჩენები რეპორტში?
სელფის
სკოლის რეპორტი თავს უყრის და ადარებს სკოლის ლიდერების, მასწავლებლებისა და
მოსწავლეების მოსაზრებებს.სელფიში შეგროვებული ინფორმაცია სკოლის მყისიერ სურათს იძლევა . კარგი სტარტია ძლიერი და სუსტი მხარეების
გამოსავლენად, და სწავლის ხელშესაწყობად ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების
გეგმის შემუშავებისთვის.
სად აქვს სკოლას მაღალი და დაბალი
ინდიკატორები?
მაღალი:
უწყვეტი
პროფესიული განვითარების სარგებლიანობა;
კომუნიკაცია;
გაკვეთილების
მომზადება.
დაბალი:
ციფრული
ტექნოლოგიებით სწავლებისთვის შესაბამისი ინფორმაციის არქონა
სად არის ყველაზე დიდი განსხვავებები
ჯგუფების პასუხებში?
ელ.ინსტრუმენტების შესახებ მწირი ინფორმაცია
თვითრეფლექსია
სწავლაზე
ციფრული
კონტენტის შექმნა
აქტივობა სკოლის გუნდებში: სკოლის რეპორტზე
დაყრდნობით და ტრენინგზე განხილული ქეისების მიხედვით სკოლები გამოკვეთენ თემას
- რა ცვლილების განხორციელება სურთ სკოლის დონეზე.
ტექნიკა რეფლექსიისთვის:
- რა?
(გუნდები აყალიბებენ რა გაიგეს სელფის რეპორტისგან)
საჭიროა
მოსწავლეებისთვის დროული და ეფექტური უკუკავშირის მიცემა, თვითშეფასების
უნარების განვითარება, ციფრული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენება, რისთვისაც
აუცილებელია ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის გაუმჯობესება.
და რა მერე? (რეფლექსია)
29-ე
საჯარო სკოლის გუნდი მიერ ჩატარდა კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 5 ლიდერი, 20
მასწავლებელი და 35 საბაზო საფეხურის მოსწავლე.
სელფის
კვლების შედეგად გამოვლინდა, რომ ნაწილი პედაგოგებისა / 50%/ ერთ-ერთ პრობლემად მიიჩნევს ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნისა დაუნარების
არასათანადო ფლობას, რაც
ინოვაციურ სწავლა-სწავლებასა და შეფასების პროცესებს აფერხებს.
56%
თვლის, რომ უწყვეტი პროფესიული
განვითარება და კოლეგებთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.
50%
-მა მიიჩნია ონლაინ საგანმანათლებლო რესურსები; ციფრული რესურსების შექმნა;
ვირტუალური სასწავლო გარემოს გამოყენება; სასკოლო საზოგადოებასთან კომუნიკაცია
აუცილებელი პირობაა სწავლა -სწავლების პროცესში.
გამოვლინდა
,რომ შეფასების პრაქტიკა; ციფრული შეფასება, უკუკავშირი, თვითშეფასება - ხშირად
ვერ ხერხდება.
|







No comments:
Post a Comment