Страницы

ტრენინგის რეფლექსია _I დღე

პროექტი თანამედროვე ციფრული სასწავლო პრაქტიკის დანერგვის იდეას ემყარება. მოლოდინი,  რა თქმა უნდა , ძალიან დიდი გვაქვს. როგორც ტრენინგიდან გახდა ცნობილი,  ციფრულ სასწავლო პრაქტიკას შევაფასებთ და მასზე დაყრდნობით საკუთარ ციფრულ სტრატეგიას შევიმუშავებთ, შემდეგ კი ამავე სტრატეგიაში გაწერილ აქტივობებს განვახორციელებთ. ციფრული სკოლის მონაწილეებს საშუალება გვექნება უფრო ახლოს გავეცნოთ და გამოვიყენოთ ციფრული ინსტრუმენტები, მონაწილეობა მივიღოთ ბათუმში ჩატარებულ კონფერენციაში, სადაც წარმატებული პრაქტიკისა და ციფრული ინოვაციების ცოცხალი მაგალითები გაზიარდება.

პირველი დღე :

  • გავეცანით ერთმანეთს,  წარვადგინეთ ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილე, გავაჟღერეთ მის წარმატება და გამოწვევა. 
  • გავეცანით ტრენინგის დღის გეგმას და იმ ინოვაციური პროგრამების ჩამონათვალს, რომლებიც  უნდა განგვეხილა.
  • გავწევრიანდით edmodo-ს ჯგუფში,რომელშიც გვექნებოდა ერთმანეთთან კომუნიკაცია.
  • kahoot -ის პროგრამის საშუალებით ჩავატარეთ გამოკითხვა, რომელიც სკოლის საჭიროებებს იყო მორგებული.
  • https://kahoot.com/
  • padlet- ამ პროგრამამ ყველანი მოგვხიბლა. მართლაც საინტერესო და ინოვაციური იყო. ყველამ ხალისით შევასრულეთ დავალება. პირველი აქტივობა ამ პროგრამაში იყო წარმოგვედგინა პრეზენტაცია წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის. უკუკავშირის სახით წარდგენის შემდეგ შევაფასეთ მონაწილე ჯგუფები და მივეცით რეკომენდაციები და აღვნიშნეთ, რა მოგვეწონა
  •  https://padlet.com/dashboard
  •  შემდეგი აქტივობა ამავე პროგრამის გამოყენებით იყო. დავჯგუფდით ფერების მიხედვით  და დავამუშავეთ მასალა: ესტონეთის ერთ-ერთის სკოლის წარმატებისკენ მიმავალი გზა. წარმოვადგინეთ პრეზენტაცია. 
  • ბოლოს გავეცანით პროგრამა  "სელფში" მუშაობას. დავრეგისტრირდით და მივიღეთ დავალების ინსტრუქცია.
 https://schools-go-digital.jrc.ec.europa.eu/coordinator/login
  • რა თქმა უნდა, გვქონდა ნახევარსაათიანი შესვენება.
  • დღე იყო საინტერესო და  დატვირთული მაქსიმალურად.
  •  
 დავალება : 

დავალება: სკოლის გუნდები გაანალიზებენ სკოლის სელფის რეპორტს და უპასუხებენ ქვემოთ მოცემულ კითხვებს:
- როგორ ცვლიან ტექნოლოგიები სწავლა-სწავლების პრაქტიკას სკოლაში?
  • რა არის ძირითადი აღმოჩენები რეპორტში?
  • სად აქვს სკოლას მაღალი და დაბალი ინდიკატორები?
  • სად არის ყველაზე დიდი განსხვავებები ჯგუფების პასუხებში?
  • რას გეუბნებათ ეს ინდიკატორები? შევსებულ ფაილს გუგლ დრაივზე ატვირთავენ - “სელფის” ფოლდერში.
    აქტივობა სკოლის გუნდებში: სკოლის რეპორტზე დაყრდნობით და ტრენინგზე განხილული ქეისების მიხედვით სკოლები გამოკვეთენ თემას - რა ცვლილების განხორციელება სურთ სკოლის დონეზე. ტექნიკა რეფლექსიისთვის:
    - რა? (გუნდები აყალიბებენ რა გაიგეს სელფის რეპორტისგან)
  • და რა მერე? (რეფლექსია)
და ახლა რა ვქნათ? (განჭვრეტა, პროგნოზი)



№ 29 საჯარო სკოლის  გუნდის ანალიზი /სკოლის სელფის რეპორტი/



- როგორ ცვლიან ტექნოლოგიები სწავლა-სწავლების პრაქტიკას სკოლაში?

ტექნოლოგიები სწავლა-სწავლების პრაქტიკაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, სწავლება ხდება საინტერესო, სახალისო, იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია, გვეხმარება 21-ე საუკუნის უნარებისა და გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაში.

რა არის ძირითადი აღმოჩენები რეპორტში?

სელფის სკოლის რეპორტი თავს უყრის და ადარებს სკოლის ლიდერების, მასწავლებლებისა და მოსწავლეების მოსაზრებებს.სელფიში შეგროვებული ინფორმაცია  სკოლის მყისიერ სურათს იძლევა .  კარგი სტარტია ძლიერი და სუსტი მხარეების გამოსავლენად, და სწავლის ხელშესაწყობად ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების გეგმის შემუშავებისთვის.

სად აქვს სკოლას მაღალი და დაბალი ინდიკატორები?

მაღალი:

უწყვეტი პროფესიული განვითარების სარგებლიანობა;

კომუნიკაცია;

გაკვეთილების მომზადება.

დაბალი:


ციფრული ტექნოლოგიებით სწავლებისთვის შესაბამისი ინფორმაციის არქონა



სად არის ყველაზე დიდი განსხვავებები ჯგუფების პასუხებში?

ელ.ინსტრუმენტების შესახებ მწირი ინფორმაცია

თვითრეფლექსია სწავლაზე

ციფრული კონტენტის შექმნა



აქტივობა სკოლის გუნდებში: სკოლის რეპორტზე დაყრდნობით და ტრენინგზე განხილული ქეისების მიხედვით სკოლები გამოკვეთენ თემას - რა ცვლილების განხორციელება სურთ სკოლის დონეზე.

ტექნიკა რეფლექსიისთვის:

- რა? (გუნდები აყალიბებენ რა გაიგეს სელფის რეპორტისგან)

საჭიროა მოსწავლეებისთვის დროული და ეფექტური უკუკავშირის მიცემა, თვითშეფასების უნარების განვითარება, ციფრული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენება, რისთვისაც აუცილებელია ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის გაუმჯობესება.


და რა მერე? (რეფლექსია)

29-ე საჯარო სკოლის გუნდის მიერ ჩატარდა კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 5 ლიდერი, 20 მასწავლებელი და 35 საბაზო საფეხურის მოსწავლე.

სელფის კვლების შედეგად გამოვლინდა, რომ ნაწილი პედაგოგებისა / 50%/ ერთ-ერთ პრობლემად მიიჩნევს  ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნისა დაუნარების არასათანადო ფლობას, რაც ინოვაციურ სწავლა-სწავლებასა და შეფასების პროცესებს აფერხებს.


56% თვლის, რომ  უწყვეტი პროფესიული განვითარება და კოლეგებთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.

50% -მა მიიჩნია ონლაინ საგანმანათლებლო რესურსები; ციფრული რესურსების შექმნა; ვირტუალური სასწავლო გარემოს გამოყენება; სასკოლო საზოგადოებასთან კომუნიკაცია აუცილებელი პირობაა სწავლა -სწავლების პროცესში.


გამოვლინდა ,რომ შეფასების პრაქტიკა; ციფრული შეფასება, უკუკავშირი, თვითშეფასება - ხშირად ვერ ხერხდება.














No comments:

Post a Comment