№1 აქტივობა
ლიდერთა ჯგუფის წევრები შეხვდნენ პედაგოგებს და გაუზიარეს ის ინფორმაცია, რომელიც მათ მიიღეს ტრენინგებზე. კერძოდ: ჩატარდა ტრენინგები პროგრამების დასანერგად :
№2 აქტივობა
ლიდერთა ჯგუფის მასწავლებლებმა მოსწავლეებს გააცნენ პროგრამები: კაჰუტი, პადლეტი, თრისაიდერი... ჩაატარეს მათი გამოყენებით გაკვეთილი, რომელიც ძალიან საინტერესო, სახალისო და შედეგიანი აღმოჩნდა. მიიღეს უკუკავშირი ციფრული შეფასების გამოყენებით.
№3 აქტივობა
ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლები შეხვდნენ მშობლებს. გააცნეს სკოლის სტრატეგია და მიზნები, ინფორმაცია მიაწოდეს ინოვაციური მეთოდებისა და ციფრული შეფასების შესახებ.
№4 აქტივობა
სევქმენით ფეისბუქ გვერდი, რომლის მეშვეობითაც ვაცნობთ სიახლეებს მშოლებს. ასევე ჩვენს ჯგუში, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ მასწავლებლებისთვის ლიდერთა ჯგუფის წევრებმა განათავსეს პრეზენტაციები ახალ პროგრამებთან დაკავშირებით.
№5 აქტივობა
სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივით დაიგეგმა მოსწავლეთა და მასწავლებელთა სასკოლო კონფერენციები, რომლის მთავარი თემა იქნება ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვა
http://konferencia29.blogspot.com/
http://konferencia29.blogspot.com/
№6 აქტივობა
2019-2020 სასწავლო წლისთვის ლიდერთა ჯგუფი განახორციელებს რამდენიმე გრძელვადიან პროექტს, რომელშიც ჩართული იქნებიან მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები, რესურსცენრტი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. პროექტი დაიდება eTwinning-ზე და გააერთიანებს ყველა მსურველ სკოლას მსოფლიოს მასშტაბით.


















No comments:
Post a Comment