Страницы

Wednesday, 29 May 2019

ციფრული ტექნოლოგიები 


თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება აქტუალობას იძენს განათლების ყველა საფეხურზე. დღეს ბავშვები გარემოცულნი არიან ციფრული ტექნოლოგიებით და, შესაბამისად, ციფრული „გარემო“ მათთვის ბუნებრივი და ბევრად უფრო გასაგებია, ვიდრე ბევრი ჩვენგანისთვის. მხოლოდ ტრადიციული რესურსების გამოყენება  და ტექნოლოგიების, როგორც სწავლისა და თამაშის მედიუმის უგულებელყოფა, შესაძლოა დღეს უკვე ვეღარ პასუხობდეს ბავშვების საჭიროებებსა და ინტერესებს.



წყარო : 

Friday, 24 May 2019

დაგეგმე შემდეგი საფეხურები


დაგეგმე შემდეგი საფეხურები

5.2 აქტივობა: ჩართე სხვები
გამოწვევა: საინფორმაციო და კომუნიკაციური ტექნოლოგიების განვითარება, მისი აქტიური ჩართვა სასწავლო პროცესში.
მიზნები: 
  • ხელი შეუწყოს მოსწავლეთა ჰარმონიულ ინტეგრაციას საინფორმაციო საზოგადოებასთან. 
  • დაგვეხმაროს მოსწავლის მოტივაციის ამაღლებაში;
  • ხელი შეუწყოს უნარებისა და სწავლის სურვილის ფორმირებში;
  • ხელს უწყობს ცოდნის დაუფლებაში. 
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება ეხმარება მოსწავლეს გამოავლინოს და განავითაროს ისეთი უნარები, როგორებიცაა: . მიზნის გაცნობიერება;  ადრე მიღებული ცოდნის აქტიური რეპროდუქცირება; . მზა წყაროებზე დაყრდნობით ცოდნის შევსება;



აქტივობები: რა აქტივობებია საჭირო შენი იდეის განსახორციელებლად?

ციფრული სკოლა-საქართველო

პროექტი “ციფრული სკოლა-საქართველო” 2018 წლის სექტემბერში დაიწყო ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით და ტალინის უნივერსიტეტის (ესტონეთი) კოორდინირებით.

Thursday, 23 May 2019

სელფის რეპორტი


ნამდვილი სელფის მსგავსად სელფში შეგროვებული ინფორმაცია ჩვენი სკოლის მყისიერ სურათს იძლევა თუ სად ვართ ამჟამად სწავლა-სწავლებაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით. სელფის სკოლის რეპორტი თავს უყრის და ადარებს ჩვენი სკოლის ლიდერების, მასწავლებლებისა და მოსწავლეების მოსაზრებებს.