პროექტი “ციფრული სკოლა-საქართველო” 2018 წლის სექტემბერში დაიწყო ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით და ტალინის უნივერსიტეტის (ესტონეთი) კოორდინირებით.
პროექტი ესტონურ გამოცდილებას ეყრდნობა და საქართველოს საჯარო სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად თანამონაწილეობითი დიზაინის, მონაცემებზე-დაფუძნებული გადაწყვეტილებების, თანამედროვე ციფრული სასწავლო პრაქტიკის დანერგვით.
2014 წელს ესტონეთის მთავრობამ მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის სტრატეგია დაამტკიცა 2014-2020 წლებისთვის. ხუთი სტრატეგიული მიზნიდან ერთ-ერთს ციფრული განვითარება (Digital Turn) წარმოადგენდა – 1:1 ელექტრონული სწავლების დანერგვა განათლების ყველაზე საფეხურზე BYOD (მოიტანე საკუთარი მოწყობილობა) მიდგომის გამოყენებით.
ციფრული განვითარების ძირითად ფოკუსს სკოლა წარმოადგენდა, ვინაიდან ესტონელებს სჯერათ რომ რადიკალური ინოვაცია სკოლის კულტურის ცვლილებას საჭიროებს. სკოლის ლიდერების, მასწავლებლების, მოსწავლეების და მშობლების როლის ცვლილება ყველაზე ეფექტიანად სკოლის დონეზე შეიძლება განხორციელდეს, კოორდინირებული და თანამონაწილეობითი ძალისხმევის საშუალებით.
“სამსუნგ ელექტრონიქსი ბალტიისპირეთის” დაფინანსებით ტალინის უნივერსიტეტმა ციფრული სკოლის განვითარების საპილოტე პროექტი 2014 წელს რვა სკოლაში დაიწყო. თითოეულმა საპილოტე სკოლამ ციფრული ინოვაციის უნიკალური მოდელი შეიმუშავა, საკუთარი კონტექსტის გათვალისწინებით. ზოგმა სკოლამ ტრადიციული ბეჭდური სახელმძღვანელოს ჩანაცვლება გადაწყვიტა მსწავლელის მიერ შექმნილი ციფრული რესურსებით, სხვებმა ციფრული თხრობის მოდელზე, ელექტრონული პორტფოლიოების საშუალებით განმსაზღვრელი შეფასებების გამოყენებაზე, ენის ციფრულ იმერსიაზე, ან სმარტფონების გამოყენებით თამაშზე-დაფუძნებული სწავლების დანერგვაზე იმუშავეს. ერთი სასწავლო წლის განმავლობაში საპილოტე სკოლებმა ციფრული განვითარების პროექტის საწყისი ფაზა დაასრულეს. “სამსუნგის” ციფრული განვითარების საპილოტე სკოლების უმრავლესობა ინოვატორი ლიდერები გახდნენ თავიანთ რეგიონებში, ინოვაციური პრაქტიკის გასავრცელებლად სკოლის კარი გაუღეს სხვა სკოლის მასწავლებლებსაც.
პროექტის ფარგლებში 120 სკოლის გუნდი მომზადდება, სკოლიდან 6 წევრის მონაწილეობით (სულ 720 მონაწილე). მონაწილეები:
- სკოლაში ციფრულ სასწავლო პრაქტიკას შეაფასებენ და მასზე დაყრდნობით შეიმუშავებენ ციფრულ სტრატეგიას
- სასკოლო დონეზე დანერგავენ ციფრულ სტრატეგიაში გაწერილ აქტივობებს
- ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დასანერგად შესაბამის ციფრულ ინსტრუმენტებს გაეცნობიან და გამოიყენებენ
- მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციაში, წარმატებული პრაქტიკის მაგალითებისა და ციფრული ინოვაციების გავრცელების მიზნით.
პროექტში მონაწილეობა ასევე დაგეხმარებათ:
- სასკოლო და საკლასო კვლევა დაგეგმოთ და განახორციელოთ, მიიღოთ შესაბამისი რეკომენდაციები და რჩევები
- სკოლის სამოქმედო გეგმა მოამზადოთ მომავალი სასწავლო წლისთვის
- სკოლის ბაზაზე ჩამოაყალიბოთ გუნდი, რომელიც მზადაა ციფრული ინოვაციების დასანერგად.
Advertisements


No comments:
Post a Comment