გამოწვევა: საინფორმაციო და კომუნიკაციური ტექნოლოგიების განვითარება, მისი აქტიური ჩართვა სასწავლო პროცესში.
მიზნები:
- ხელი შეუწყოს მოსწავლეთა ჰარმონიულ ინტეგრაციას საინფორმაციო საზოგადოებასთან.
- დაგვეხმაროს მოსწავლის მოტივაციის ამაღლებაში;
- ხელი შეუწყოს უნარებისა და სწავლის სურვილის ფორმირებში;
- ხელს უწყობს ცოდნის დაუფლებაში.
- საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება ეხმარება მოსწავლეს გამოავლინოს და განავითაროს ისეთი უნარები, როგორებიცაა: . მიზნის გაცნობიერება; ადრე მიღებული ცოდნის აქტიური რეპროდუქცირება; . მზა წყაროებზე დაყრდნობით ცოდნის შევსება;
№1 აქტივობა
ლიდერთა ჯგუფის წევრები შეხვდნენ პედაგოგებს და გაუზიარეს ის ინფორმაცია, რომელიც მათ მიიღეს ტრენინგებზე. კერძოდ: ჩატარდა ტრენინგები პროგრამების დასანერგად :
ლაპლანერი (სასწავლო სცენარების ასატვირთად და გასაზიარებლად)
კაჰუტი (ციფრული გამოკითხვისთვის) ფლიქრი (გამოკითხვისთვის) პადლეტი (ციფრული ბარათები) პრესბუქი (ელ-სახელმძღვანელოს შესაქმნელად) ტრელო (გეგმის შედგენისა და პასუხისმგებელი პირების ინფორმირებისთვის) ედშელფი (ციფრული ინსტრუმენტების საცავი) თრისაიდერი (გამოკითხვის საწარმოებლად და ხმის მიცემისთვის).
№2 აქტივობა
ლიდერთა ჯგუფის მასწავლებლებმა მოსწავლეებს გააცნენ პროგრამები: კაჰუტი, პადლეტი, თრისაიდერი... ჩაატარეს მათი გამოყენებით გაკვეთილი, რომელიც ძალიან საინტერესო, სახალისო და შედეგიანი აღმოჩნდა, მიიღეს უკუკავშირი ციფრული შეფასების გამოყენებით.
№3 აქტივობა
ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლები შეხვდნენ მშობლებს. გააცნეს სკოლის სტრატეგია და მიზნები, ინფორმაცია მიაწოდეს ინოვაციური მეთოდებისა და ციფრული შეფასების შესახებ.
№4 აქტივობა
სევქმენით ფეისბუქ გვერდი, რომლის მეშვეობითაც ვაცნობთ სიახლეებს მშოლებს. ასევე ჩვენს ჯგუში, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ მასწავლებლებისთვის ლიდერთა ჯგუფის წევრებმა განათავსეს პრეზენტაციები ახალ პროგრამებთან დაკავშირებით.
№5 აქტივობა
სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივით დაიგეგმა მოსწავლეთა და მასწავლებელთა სასკოლო კონფერენციები, რომლის მთავარი თემა იქნება ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვა
http://konferencia29.blogspot.com/
№6 აქტივობა
2019-2020 სასწავლო წლისთვის ლიდერთა ჯგუფი განახორციელებს რამდენიმე გრძელვადიან პროექტს, რომელშიც ჩართული იქნებიან მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები, რესურსცენრტი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. პროექტი დაიდება eTwinning-ზე და გააერთიანებს ყველა მსურველ სკოლას მსოფლიოს მასშტაბით.
|
პროექტის მიმდინარეობისას შევხვდებით კლასის დამრიგებლებს
და კათედრის ხელმძღვანელებს, კათედრის წევრებს.რა თქმა უნდა მოსწავლეებს, მშობლებს. განვიხილავთ პროექტის განმავლობაში განსახორციელებელ სიახლეებს.
|
No comments:
Post a Comment